Wednesday, January 27, 2016

ავსტრიული კომპანია სტეფანწმინდა-გუდაურის ზონაში ე.წ. Heli-skiing ტურებს განახორციელებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დააკმაყოფილა ავსტრიული კომპანიის Wucher Helikopter Gmbh განაცხადი და კომპანიას მიმდინარე წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით ზამთრის საკურორტო ზონებში, ფრენის ნებართვა მიანიჭა. ანალოგიურ ფრენებს კომპანია 2013-2015 წლებშიც ახორციელებდა.
როგორც უწყებიდან news.ge-ს აცნობეს, საქართველოში ოპერირების განმავლობაში Wucher Helikopter Gmbh ძირითადად ორიენტირებული იქნება მცირე ტურისტული ჯგუფების მომსახურებაზე, კერძოდ, კომპანია სტეფანწმინდა-გუდაურის ზონაში განახორციელებს ე.წ. Heli-skiing ტურებს, რაც ვერტმფრენებით მოთხილამურეების და სნოუბორდისტების გაუკვალავ თოვლში გადასხმას, თხილამურებით სრიალისა და სნოუბორდინგის ორგანიზებას გულისხმობს.
ფრენები AS 350 B3 Ecureuil და AS 350 B Lama-ს ტიპის თანამედროვე ვერტმფრენებით, ხელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში, ვიზუალური ფრენის წესებით (VFR) განხორციელდება.

No comments:

Post a Comment